ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, $100- მილიონიანი ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია მუშავდება
19 ივლისი, 2019

სანაპიროზე, რესტორანი „არაგვის“ ნაცვლად, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტმა მინდია გადაევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის კონცეპტუალური მასტერპლანის, კონცეფციის მომზადება, რომელზეც არქიტექტურული კომპანია spectrum-ი მუშაობს.

„კონცეფცია რამდენიმე თვის წინ მომზადდა და მერიის ურბანულ სამსახურში იქნა შეტანილი. თუმცა, ახლა პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. “-აცხადებს გადაევი.

მისივე განმარტებით, პროექტი გადამუშავდება ბაზრის მოთხოვნებიდან და შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით დამუშავდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული დაკორექტირდეს სავაჭრო ცენტრის, გასართობი ცენტრის და ბიზნეს ცენტრების მოცულობები, რომლებიც თბილისის ბაზართან შესაბამისობაში მოვა. გადაევი აცხადებს, რომ ეს დეტალები პროექტის ეკონმიკური და არქიტექტურული ანალიზის შედეგად გამოვლინდება.

„ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კონცეფცია მერიაშიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმდება, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსისთვის ინვესტიციების მოზიდვაც გაადვილდება.

როგორც ცნობილია, პროექტი არის ძალიან კაპიტალალტევადი და მისი განხორციელებისათვის საჭირო იქნება საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა. საუბარია, ჯამში 50 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლის ათვისებაც, ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით უნდა მოხდეს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარს აღემატება.

როგორც ცნობილია, რესტორან „არაგვის“ ტერიტორიაზე შერეული ტიპის სავაჭრო კომპლექსი უნდა მოეწყოს.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.