თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორისა და სოფელ ნაფარეულის საზღვარზე რიგით 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს ყველა ის მომსახურება, რასაც იუსტიციის სახლი სთავაზობს. აქვე შესაძლებელი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ სერვისებით სარგებლობა. ცენტრის ტერიტორიაზე უფასო უსადენო ინტერნეტი გავრცელდება, ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს, სადაც დაცული იქნება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური გამოცემები.
სანიორე/ნაფარეულის საზოგადოებრივი ცენტრი ორი სოფლისა და მათ მიმდებარედ (სოფლებში: ლაფანყური, ართანა, ჯუღაანი, ფშაველი, ლალისყური, ლეჩური) მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრში გამოიფინა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა.
www.travelingeorgia.ge