დავით საგანელიძემ “ბორჯომი ლიკანის” გაყიდვის სამზადისზე განაცხადა. პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ მოლაპარაკებებს მერიოტთან, ინტერკონტინენტალთან და სვის ოტელთან აწარმოებს. აღნიშნა, რომ ფონდის ქეისში ის ერთადერთი პროექტია, სადაც ფონდი მინორიტარი არ არის. „ყახმუნაი- გაზ სერვისისგან“ 5 მლნ-ით იაფად გამოსყიდვის სარფიანი გარიგებაც გაიხსენა.
საპარტნიორო ფონდის მმართველმა მართვის ახალი კონცეფცია წარადგინა. სახელმწიფო საწარმოების გატანის და კვაზი სისტემის მოშლის საჭიროებაზე განაცხადა.
Commersant.ge