ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო “ბორჯომი ლიკანს” საპრივატიზაციოდ ამზადებს
02 სექტემბერი, 2019

“საპარტნიორო ფონდმა” სასტუმრო “ბორჯომი ლიკანის” საინვესტიციო პაკეტი უკვე გაამზადა და ახლა მისი პრივატიზებისთვის მიმდინარეობს მუშაობა – ამის შესახებ BMG-ის “საპარტნიორო ფონდში” განუცხადეს. ფონდში ამბობენ, რომ მათ საინვესტიციო პაკეტი უკვე ინვესტორებთან გააგზავნეს და ახლა მათგან შესაბამის პასუხებს ელიან.

BMG-ის ინფორმაციით კი, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საწყისი ფასი 38 მლნ დოლარია. გარდა ამისა, თუ მყიდველი არ გამოჩნდება, ფონდი მზადაა, დაინტერესებულ პირს სასტუმრო 10 წლით მართვის უფლებით გადასცეს – წელიწადში დაახლოებით, 3 მლნ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.

სასტუმროს მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელს სასტუმროს შემოსავალმა 12 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა აღნიშნული თანხა ყველა ხარჯის გასტუმრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და წელი 4.5 მილიონი ლარის ფინანსური ზარალით დასრულდა.

საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილი კომპანიის ყაზახი მფლობელებისგან 2018 წლის ივნისში გამოისყიდა; რამდენიმე თვით ადრე – გასული წლის მაისში კი, Rixos, რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლის თებერვლიდან იყო, მართვიდან გავიდა და სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.