კულტურის სამინისტროს ინიციატივით კულტურული მარშრუტების საპილოტე პროექტზე „გადმოსახედი პუნქტები“ მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს კულტურული მარშრუტების ოფიციალურ გვერდზეა მითითებული პროექტი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გადმოსახედი პუნტების იდენტიფიცირებას და პოპულარიზაციას.
პირველ ეტაპზე, ხორციელდება არსებული რესურსების მოკვლევა, რისთვისაც მომზადდა განაცხადის სპეციალური ფორმა. დაინტერესებული მხარეების მიერ გადმოსახედი პუნქტების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით და კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდება კულტურული მარშრუტის საბოლოო ვერსია, რომელიც განთავსებული იქნება კულტურული მარშრუტების ვებ-გვერდზე არსებულ რუკასა და მობილურ აპლიკაციაში.
კულტურულ მარშრუტში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის კერძო სექტორს.
www.travelingeorgia.ge