ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ერთდროულად 114 603 სტუმრის მიღება შეუძლია
13 ივლისი, 2021

საქართველოში, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით,  47 638 ოთახითა და 114 603 საწოლი ადგილით სულ 3138 ტურისტების განთავსების ობიექტი ფუნქციონირებდა. საწოლი ადგილების რაოდენობა 2019 წელს 5167-ით, 2016-2019 წლებში კი ჯამში 19 769-ით გაიზარდა. უახლოეს წლებში დამატებით 390 განთავსების ობიექტის გახსნაა დაგეგმილი, რომლებსაც ერთდროულად 37 000-მდე სტუმრის მიღება შეეძლებათ.

განთავსების ობიექტების მიხედვით ყველაზე ბევრი - 1294 საოჯახო სასტუმროა - საერთო რაოდენობის 41%-ზე მეტი, თუმცა მისი წილი ოთახებში მხოლოდ 17%-ა, საწოლ ადგილებში კი - 19%.

სასტუმროების რაოდეონობა საოჯახო სასტუმროებს ოდნავ ჩამორჩება და 1159-ს შეადგენს, სამაგიეროდ, ოთახახებისა და საწოლი ადგილების რაოდენობით უპირობო ლიდერის პოზიციას იკავებს. მისი წილი ოთახების რაოდენობასი 67%, საწოლი ადგილების რაოდენობაში კი 63%-ა.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი 591 განთავსების ობიექტი სამეგრელო-ზემო სავნეთშია აღრიცხული. 498 სასტუმროთი თბილისის მეორე ადგილს იკავებს, სამეულს კი 488-ით აჭარა ასრულებს. განთავსების ობიექტების რაოდენობა 300-ს აჭარბებს ასევე: სამცხე ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთა-მთინეთში. რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში კი ჯამში მხოლოდ 157 ობიექტია.

მცირედით განსხვავებული მდგომარეოობა საწოლი ადგილების მიხედვით, სადაც 29 413 საწოლით პირველ ადგილზე აჭარაა, 25 128 საწოლით მეორე ადგილს თბილისი იკავებს, 17 645 საწოლით კი მესამეზე სამცხე-ჯავახეთია. ყველაზე ცოტა 1010 საწოლი ამ შემთხვევაშიც ქვემო ქართლშია. 

2011-2019 წელბში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 200%-ით 3.116 მლნ-დან 9.358 მლნ-მდე გაიზარდა, მათ შორის ტურისტების რაოდენობა 177%-ით 1.833 მლნ-დან 5.080 მლნ-მდე. 2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების პირობებში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 4.77-ჯერ 1.087 მლნ-მდე შემცირდა. საიდანაც ნახევარი იანვარ-თებერვალზე, ანუ იმ პერიოდზე მოდის, სანამ საზღვრები ჩაიკეტებოდა. დარჩენილი 0.5 მლნ-დანაც აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტად აღირიცხა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში 24 სთ-ზე მეტი დრო დაჰყვეს და რეალურად მათი ვიზიტის მიზანი დასვენება არ ყოფილა.

ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისის გამო სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა ან გადავადდა. სხვა პატარა სასტუმროებთან ერთად 1 წლით გადაიდო თბილისში, პუშკინის სკვერში მდებარე პანორამა თბილისის პირველი ობიექტის Luxury Collection-ის 220 ნომრიანი სასტუმროს გახსნაც, რომლის საინვესტიცო ღირებულებაც $100 მლნ-ს აჭარბებს.

აპრილიდან მოყოლებული, მესამე თვეა ტურისტების რაოდენობა სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება. ივნისში ზრდის ტემპმა 362%-საც მიაღწია, მაგრამ ასეთი ზრდის მიუხედავად, აბსოლუტური რიცხვები პანდემიამდელი პერიოდის მეოთხედსაც ვერ აღწევს, მაშინ როცა მთავრობას ტურიზმის 50%-ით აღდენის იმედი ჰქონდა.

მთავრობის მსგავსად ოპტიმისტურადაა განწყობილი თიბისი კაპიტალიც. ორგანიზაციის პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს 40%-ით აღდგება, 2022 წელს კი პანდემიამდელი პერიოდში მაჩვენებელს 10%-ით გადააჭარბებს. პროგნოზის გამართლების შემთხვევაში მიმდინარე წელ საქართველო ტურიზმიდან $1.32 მლრდ-ს, ხოლო გაისად $3.6 მლრდ-ს მიიღებს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.