ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო 42 ევროპულ ქვეყანას შორის ავიარეისების რაოდენობის კლებით კვლავ ლიდერია
02 ნოემბერი, 2020

42 ევროპულ ქვეყანას შორის ავიარეისების რაოდენობის კლებით კვლავ საქართველო ლიდერობს. 28 ოქტომბრის სტატისტიკას (წინა წლის შესაბამის დღესთან შედარებით) Eurocontrol-ი აქვეყნებს.

კერძოდ, 28 ოქტომბერს საქართველოში 21 რეისი შესრულდა (მოფრენა-გაფრენა), რაც წინა წელთან შედარებით 77%-ით ნაკლებია. 77%-იანი კლება დაფიქსირდა ირლანდიაშიც, სადაც მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს 168 ფრენა შესრულდა.
კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე ნაკლები გავლენა სერბეთსა და მონტენეგროზე მოახდინა (-33%), შემდეგ ალბანეთი (-34%) და სლოვენიაა (-36%).
Eurocontrol-ის ქვეყნებში ფრენების ჯამურმა რაოდენობამ 28 ოქტომბერს 12 692 შეადგინა, კლება 56.6% იყო.

AviaNews


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.