საქართველო-აზერბაიჯანი-ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს ხსნიან - როგორ ითარგმნება ეს ეკონომიკაში
"პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის" პრეზიდენტი, დავით გოჩავა, "კომერსანტს" უხსნის, რომ ეს დერეფანი საქართველოსთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება, თუმცა ამ პროექტში ხელისშემშლელი ფაქტორები შესაზლოა იყოს შემდეგი: დაით გოჩავა ამბობს, რომ ირანი-აზერბაიჯანის დერეფნის ჩაბმა ბევრად უფრო აწყობს საქართველოს, ვიდრე "ზანგეზურის დერეფნის", რადგან აზერბაიჯანის და ირანის დაკავშირებით ტვირთების გადაზიდვას საქართველოს პორტებამდე ბევრად უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ირანის და სომხეთის სარკინიგზო ქსელების დაკავშირების შემთხვევაში. გარდა ამისა, „ზანგეზურის დერეფნით“ გადაზიდვებზე სრული კონტროლი ექნება რუსეთს თანახმად ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებისა, სადაც პირდაპირ წერია: „კონტროლს სატრანსპორტო მიმოსვლაზე განახორციელებენ რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები“.
საქმე იმაშია, რომ ირანის სარკინიგზო სისტემის დაკავშირება აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემასთან გადასასვლელის „ასტარა - ასტარა“ მეშვეობით, და ტვირთების გადაზიდვა საქართველოს შავი ზღვის პორტებამდე დროში უფრო სწრაფად განხორციელებადი პროექტია, ვიდრე ირანის და სომხეთის სარკინიგზო სისტემების დაკავშირება და ამის შემდეგ საქართველოს სარკინიგზო ქსელით ტვირთის მიტანა იმავე პორტებამდე. პირველი პროექტი დაფინანსებულია: აზერბაიჯანს გადახდილი აქვს უკვე ნახევარი მილიარდი დოლარი; უბრალოდ ირანმა შეაჩერა ეს პროექტი გასაგები მიზეზების გამო. ახლა ურთიერთობა ირანსა და აზერბაიჯანს შორის მოგვარდა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო სფეროში გააქტიურდა. სხვა ვითარებაა მეორე პროექტის შემთხვევაში. ირანსა და სომხეთს შორის სარკინიგზი ქსელების დაკავშირების სამი ვერსია არსებობს, მაგრამ ჯერ არაა შერჩეული პრიორიტეტული პროექტი. არც დაფინანსების წყარო ჩანს, რადგან მისი მოცულობა გაცილებით მეტია ირანი-აზერბაიჯანის რკინიგზების დაკავშირების ხარჯებზე - ის სხვადასხვა შეფასებებით 3.2 მილიარდ დოლარს უტოლდება. ირანს თავის ტერიტორიაზე დაახლოებით 90 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მოუწევს, სომხეთს - 120 კმ სიგრძის, " - ეუბნება დავით გოჩავა "კომერსანტს".
პერსპექტივა ამ მარშრუტით ირანის პორტებიდან ანაკლიამდე საინტერესო სოლიდური საქონელბრუნვისთვის.
იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ირანისთვის ამ ახალი სატრანზიტო მარშრუტის ამოქმედება და შაბ ზღვაზე გასასვლელის გაჩენა, უნდა ვიცოდეთ რა ხდება აზერბაიჯანირანის პირდაპირ სარკინიგზო ხაზზე და სომხეთ-ირანის პიორდაპირ სარკინიგზო ხაზზე: ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო აზერბაიჯანის სახელმწიფომ, თუმცა ის ირანმა შეაჩერა ყარაბაღის ომის შედეგების გამო... ახლა როგორც ჩანს, რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს. რაც შეეხება, სომხეთ-ირანის პირდაპირ სარკინიგზო ხაზს, ის არსებობს, თუმცა ახლა არ ფუნქციონირებს, აღსადგენია. მისი ნაწილი აყრილია, ნაწილი კი - ირანის მიერ აშენებული კაშხლის გამო დატბორილია და სხვა გზა უნდა აშენდეს, რაც რთული რელიეფიის გამო პრობლემაა.
commersant.ge