საქართველო ბავშვთა დასვენებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად აღიარეს – INTERFAX.RU
რუსულმა სადაღზღვევო ინდუსტრიამ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად დაასახელა ბავშვების დასვენებისთვის,-ამ სათაურით სტატიას რუსული Interfax აქვეყნებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველაზე ხშირად უცხოეთში დასვენებისას რუსი ბავშვები ბულგარეთში ხდებიან შეუძლოდ, საქართველო კი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ აღიარეს ბავშვების დასვენებისთვის,- ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია АльфаСтрахование-ის კვლევაშია ნათქვამი.
“ინტერფაქსი” წერს, რომ კვლევის ავტორები ამ შედეგებამდე 2017-2018 წლების მონაცემების საფუძველზე მივიდნენ, რომლებიც ეყრდნობოდა მშობლების მიმართვიანობას საკუთარ შვილებთან დაკავშირებით უცხოეთში მგზავრობისას.
ე.წ. ანტირეიტინგში პირველი ადგილი ბულგარეთმა დაიკავა, მომართვიანობა თითქმის მესამედია – 30%, ყველაზე ხშირად კი ბულგარეთში 8-დან 17-წლამდე ბავშვები ავადმყოფობენ. მეორე ადგილზე თურქეთია – 10%-იანი მიმართვიანობით, თუმცა, აქ სხვა ასაკობრივი კატეგორიაა – 3 წლამდე ბავშვები. მესამე ადგილს ესპანეთი იკავებს 9,7%-ით.
შემდეგ მოდის კვიპროსი – 6% და ტაილანდი – 5,7%-ით.
რაც შეეხება საქართველოს, კვლევის მონაცემებით, მიმართვიანობა დასასვენებლად წასული რუსი ბავშვების ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ 2%-ია, იგივე მონაცემია ინდონეზიაში. ისრაელში – 1,6%, ავსტრიაში – 1,5% და საფრანგეთში 1,2%.
bm.ge