ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო და იაპონია პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობას შეისწავლიან
02 ივნისი, 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირასმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა განიხილეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

აღინიშნა, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება იაპონელი ვიზიტორების რაოდენობა და ქვეყნის მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო მეტი იაპონელი ტურისტი იხილოს საქართველოში, რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ხაზი გაესვა, რომ ამ მხრივ, საქართველოს მთავრობა მზადაა, აქტიურად იმუშაოს იაპონურ მხარესთან, რათა განიხილონ ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.