საქართველო და მეზობელი დედაქალაქები - ვინ ლიდერობს Tripadvisor-ზე სასტუმროებითა და რესტორნებით
თბილისში 1618 განთავსების ობიექტია დარეგისტრირებული, - ამ მაჩვენებლით თბილისი მეორე ადგილზეა მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, მოსკოვის შემდეგ. მოსკოვიდან Tripadvisor-ზე 2843 ობიექტია დარეგისტრირებული.
PMCG-ის მონაცემებით, Tripadvisor-ზე ბაქოში 456 განთავსების საშუალებაა დარეგისტრირებული, ერევანი – 436, ანკარა – 364.
Tripadvisor-ზე საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, ყველაზე მეტი რესტორანი, სასტუმროების მსგავსად, მოსკოვშია დარეგისტრირებული – 12469, ანკარა – 3330, თბილისი – 906, ერევანი – 678 და ბაქო – 669.
საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის, თბილისი ერთადერთია, სადაც Tripadvisor-ზე დარეგისტრირებული განთავსების საშუალებათა რაოდენობა აღემატება რესტორნების რაოდენობას.
www.travelingeorgia.ge