ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო და საუდის არაბეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ
04 ოქტომბერი, 2018

საქართველო და საუდის არაბეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ. დაგეგმილია მხარეებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს, პრინც სულთან ბინ სალმანს შეხვდა. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალია.

მხარეების განმარტებით, ბოლო პერიოდში საუდის არაბეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის ტრენდი შეინშნება. საგარეო საქმეტა სამინისტროს ცნობით, საგულისხმოა, რომ მეფის განკარგულების თანახმად, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტმა უფლებამოსილება მიანიჭა ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს მხარესთან (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი მისი შემდგომი ხელმოწერის მიზნით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.