ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო და სომხეთი ერთობლივ ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე იმუშავებენ
22 აგვისტო, 2022

ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ, ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების, ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.

ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნის იდეას დადებითად აფასებს კერძო სექტორი. თბილისში მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე ამბობს, რომ მისი გამოცდილებიდან მსგავს ტურისტულ პაკეტებზე ადრეც იყო მოთხოვნა და თუ სამომავლოდ ორივე მხარის ტურიზმის ადმინისტრაციები გააქტიურდებიან და ერთობლივად მოახდენენ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე, ამით უფრო მეტი ტურისტის მობილიზება გახდება შესაძლებელი.

„სომხეთი და საქართველო გეოგრაფიულად ერთ გეოგრაფიულ ლოკაციაზე ვიმყოფებით, ანუ კავკასიის რეგიონში ვართ და ძალიან ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან, რომ ერთობლივ ტურებზე მოთხოვნა არის, რასაც იქაური ტუროპერატორები თავად აორგანიზებენ.

ჩვენ ხშირად გვყოლია ჩამოსული სტუმრები, რომლებიც მოდიან სომხეთიდან ან მიდიან სომხეთში. განსაკუთრებით აქტიურია დილიჯანი, სადაც საზღვრის მკვეთი ხალხი მოძრაობს და სწორედ დილიჯანი არის ადგილი, რომელიც ვიზიტორებს აქტიურად იღებს. ასე, რომ ვინაიდან ეს უკვე არის დანერგილი პრაქტიკა და ეს ხელისუფლებებმა ჩვენზე კარგად იციან, თუ ერთობლივი ტურისტული პაკეტები დაორგანიზდება ძალიან კარგი იქნება. ალბათ ამ მიმართულებით წამყვანი ტურიზმის ადმინისტრაცია იქნება და შესაძლებელია ბევრად უფრო მეტი პროდუქტიულობის მომტანი იყოს. ჩვენი ქვეყნები, ალბათ, ერთობლივად დააპოზიციონირებენ რეგიონს და არამხოლოდ ერთი ქვეყნის პოტენციალს.

თუ კი დავაჯამებთ 2 ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს: რიგი განსხვავებები, რომელიც ჩვენს ქვეყნებში გვაქვს ერთობლივ ტურისტულ პაკეტში ჩასმით შესაძლოა არანაკლებად საინტერესო იყოს, ვიდრე ერთი ქვეყნის პაკეტში. ასეთი ტურებით გრძელვადიანი მოგზაურები დაინტერესდებიან, რომელთა ტურებიც სავარაუდოდ 9-10 დღეზე იქნება გათვლილი“, - აცხადება მაია მახათაძე.

მისი თქმით, აქამდე ერთობლივ პაკეტებზე დიდი ინტერესი იყო ევროპული ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით აქტიურობდნენ სლოვაკეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, გერმანია.

„როდესაც ჩამოდის მოგზაური რა თქმა უნდა დედაქალაქია მისთვის პირველი გაჩერება, როცა დედაქალაქის აეროპორტში მოფრინავს და შემდგომ აწყობს ისეთ ლოკაციებს, რომ ღამისთევა მაინც თბილისში მოუწიოს — საუბარია 2-3 დღით ჩამოსულ ტურისტზე. თუმცა თუ უფრო მეტი ხსნითა არის ჩამოსული არ არსებობს, რომ რეგიონების მონახულებაც არ გადაწყვიტოს, აცხადებს მაია მახათაძე.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.