ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო ძიანგსის პროვინციასთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებს
20 ივნისი, 2018

ჩინეთის ძიანგსის პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგთან ურთიერთობის გაღრმავება იგეგმება. ნანჩანგის ოფიციალურ დელეგაციას „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ ბათუმში უმასპინძლეს.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ნანჩანგის ვიცე-მერ ციუ სიანძუნსთან ყურადღება გაამახვილა საქართველო-ძიანგსის პროვინციას შორის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავების მიზნით, პირდაპირი საჰაერო მიმოსავლისა და ტექსტილის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე. საუბარია ნანჩანგი-შანხაი-თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე.

ამ მოლაპარაკებით ძინაგსის პროვინციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. დაწყებულია ერთობლივი პროექტების იმპლემენტაცია. ძიანგსის პროვინციის გუბერნატორს მზად აქვს ხელმოწერილი დოკუმენტი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.

შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე, საუკუნის პროექტ „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში, ერთობლივი პროექტებისა და ამ პროექტში ქვეყნის მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების შესახებ.

სამომავლოდ, ძიანსის პროვინციის გუბერნატორისა და გენერალური მდივნის ვიზიტის  ფარგლებში, საქართველო-ძიანსის პროვინციის ინვესტიციების ხელშემწყობი კონფერენცია დაიგეგმა. ჩინური მხარის ინფორმაციით, კონფერენციაში 150-ზე მეტი ჩინური კომპანია მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული კონფერენცია „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, თბილისში უკვე ორჯერ ჩატარდა. 2018 წლის სესიას კი შესაძლოა, ბათუმმა უმასპინძლოს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.