ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო ევროპის ქალაქებში
27 ივნისი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ევროპის ქალაქებში პრაღაში, ვენაში, ბარსელონაში, ბოლონიაში, რომში, პარიზსა და ამსტერდამში საქართველოს შესახებ სპეციალური პრეზენტაციები გაიმართა. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის 7 ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ევროპელ ჟურნალისტებსა და ტუროპერატოტებს საქართველოს ტურისტული მიმართულებაზე ინფორმაცია გააცნო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩეხეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრენგეთიდან და ჰოლანდიიდან ტურისტების რაოდენობის გაზრდის მიზნით პრეს და გაცნობით ტურებს გეგმავს.

ევროპის 7 ქალაქში პრეზენტაცია საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებითაც მოეწყო. 

ევროპელმა ჟურნალისტებმა და ტუროპერატორებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ახალი ავიარეისები თბილისიდან და ქუთაისიდან ევროპის შემდეგი ქალაქების მიმართულებით დაინიშნა: პრაღა Georgian Airways, WizzAir, ვენა Georgian Airways, ბარსელონა Georgian Airways, WizzAir, ბოლონია Georgian Airways, რომი WizzAir, პარიზი Georgian Airways, WizzAir, ამსტერდამი Georgian Airways. 

ევროპის ქალაქებში გამართულ პრეზენტაციებზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ღვინო. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.