საქართველო გადაღების მოედანი - პროგრამის ფარგლებში 15 უცხოური პროექტი განხორციელდა
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში სააგენტოში “აწარმო საქართველოში” 15 განაცხადია შესულია. როგორც სააგენტოში ამბობენ, აქედან გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. პროექტებიდან ექვსი ინდური მხატვრული ფილმია, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ-თურქული, და ერთიც კი ქართულ-ჩინური.
ივნისის მონაცემებით, პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას დასაქმებულთა რაოდენობა 2000 ადამიანს შეადგენს.
პროგრამის ფარგლებში შპს „იგელ პროდაქშენს“, რომელიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდა, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა.
კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე რამდენიმე უცხოური პროექტი განხორციელდა. ახალი პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
www.travelingeorgia.ge