საქართველო ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) ბოლო, ანუ 2022 წლის რეიტინგში ბოთლის ღვინის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-15 ადგილზეა. რეიტინგი ასოციაციის facebook-გვერდზე ქვეყნდება.
AAWE-მ მსოფლიოში ღვინის ექსპორტიორი 50 უმსხვილესი ქვეყნის სია წარმოადგინა.
ასოციაციის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა 248,16 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ქვეყნიდან 99,76 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა. ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი 2,49 დოლარს შეადგენდა.
AAWE-ის რეიტინგში საქართველო 2019 წელს ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-16, 2018 წლის ბოლოსთვის მე-17, ხოლო 2017 წელს მე-19 ადგილზე იყო.
ბოთლის ღვინის 2022 წლის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ 10-ეულია:
-
საფრანგეთი - ექსპორტის ღირებულება 7,708 მლრდ დოლარი; ექსპორტირებულ იქნა 1,029 მლრდ ლიტრი; ერთი ლიტრის ფასი 7,49 დოლარი.
-
იტალია - 5,529 მლრდ დოლარი; 1,235 მლრდ ლიტრი; 4,48 დოლარი
-
ესპანეთი - 1,971 მლრდ დოლარი; 712 მლნ ლიტრი; 2,77 დოლარი
-
ჩილე - 1,560 მლრდ დოლარი; 485 მლნ ლიტრი; 3,21 დოლარი
-
აშშ - 1,227 მლრდ დოლარი; 146 მლნ ლიტრი; 8,43 დოლარი
-
ავსტრალია - 1,045 მლრდ დოლარი; 224 მლნ ლიტრი; 4,67 დოლარი
-
ახალი ზელანდია - 1,036 მლრდ დოლარი; 169 მლნ ლიტრი; 6,12 დოლარი
-
პორტუგალია - 887 მლნ დოლარი; 250 მლნ ლიტრი; 3,55 დოლარი
-
გერმანია - 884 მლნ დოლარი; 259 მლნ ლიტრი; 3,42 დოლარი
-
არგენტინა - 737 მლნ დოლარი; 191 მლნ ლიტრი; 3,85 დოლარი
AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.
bpn.ge