ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო ღვინის სამშობლოა - ეს 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა 3-წლიანი კვლევის შემდეგ დაადასტურეს
12 სექტემბერი, 2017

საქართველო ღვინის სამშობლოა - ეს 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა 3-წლიანი კვლევის შემდეგ დაადასტურეს.

პროექტს ხელმძღვანელობდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი.

10-11 ოქტომბერს, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ქალაქში, ქართული ღვინის გამოფენის ფარგლებში, რომელსაც „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ჰქვია, გაიმართება ამ სამეცნიერო ჯგუფის შეკრება და საზოგადოებას წარედგინება აღნიშნული კვლევის ანგარიში.

წამყვანი მეცნიერები 3 წლის განმავლობაში ზედმიწევნით იკვლევდნენ სხვადასხვა დროს მოპოვებულ მდიდარ არქეოლოგიურ მასალას, მათ შორის, ყურძნის ყურძნის უძველეს წიპწებს, თიხასა და თიხის ჭურჭელზე დანალექ მჟავას, რომელიც, საბოლოოდ, ღვინო აღმოჩნდა. 

საქართველო არის პირველი მიწვეული ქვეყანა ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში. გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 31 ივლისს გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ვრცლად გამოფენის შესახებ იხილეთ:

https://www.facebook.com/georgiacradleofwine1 

https://www.instagram.com/georgiacradleofwine


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.