ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაზე „Sirha“ პირველად წარდგება
21 იანვარი, 2019

საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha, რომელიც ლიონში ტარდება. გამოფენის პარალელურად მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატი Bocuse d’Or-ი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულინართა ფედერაცია ავრცელებს.

გამოფენაზე ახალგაზრდა ქართველი შეფ-მზარეულები წარადგენენ ტრადიციული ქართული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციასა და ავთენტურ ინგრედიენტებს.

ქართული სტენდი მოიცავს ღია და დახურულ სამზარეულოებს. კერძები მომზადდება ღია სამზარეულოში და პროცესი პარალელურად გაშუქდება მოზრდილ ეკრანზე.

დაგემოვნება შესაძლებელი იქნება ორ სხვადასხვა ადგილას: ტრადიციული ქართული ტექსტილით გაფორმებული ბალიშებით, ტაბლებითა და დივნით გაწყობილ არესა და ღია სივრცეში, სადაც ქართული სუფრის ინსტალაციაა განთავსებული.

კერძოდ, გრძელი მაგიდის შუშის ფუძეში მისი მასიური ზედაპირიდან ფესვები ეშვება, რაც ძირძველი ქართული ტრადიციების სიმბოლოს განასახიერებს. მწვანე კედელზე საქართველოს რუკის კონტური, ხოლო სტენდის კედლებზე სუფრასთან ასოცირებული ქართული სიტყვებია დატანილი. ჭერისმოხაზულობები ეხმიანება ხის რიგელების განლაგებას ძველი ქართული ტექნიკით ნაგებგუმბათოვან ჭერში.

ღვინის დეგუსტაციისთვის სპეციალური სივრცე იქნება გამოყოფილი, რომელშიც ქვევრის ყელის სამი ნიმუშია მოცემული.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.