ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების TOP 4-შია
11 სექტემბერი, 2018

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებებს შორის საქართველო მე-4-ეა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO ) 2017 წლის ტურისტული ანგარიშის მიხედვით, ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა:

ეგვიპტე 55%

ტოგო 46%

ვიეტნამი 29%

საქართველო 27.9%

ზრდის მიმართულებით საქართველომ გაუსწრო ტურისტულად განვითარებულ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით საქართველო ისეთ ტურისტულად სწრაფად მზარდ ქვეყნებთან ერთად აღმოჩნდა, როგორებიც არიან: ეგვიპტე, ტოგო და ვიეტნამი.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით გასულ წელს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით წამყვანი პოზიცია დაიკავა, როგორც იცით 2016 წელს, ტურისტულად სწრაფად მზარდი ქვეყნების სიაში საქართველომ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ის წარმატება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის ზრდაში მიაღწია, არამარტო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია საქართველოს მასშტაბით, არამედ ამ მიმართულებით ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ, რაც საერთაშორისო ანგარიშებში აისახა,“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.