საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი - პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ მონაწილეობაზე 15 განაცხადია
საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება.
2018 წლის მაისისთვის, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შესულია 15 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს.
პროექტებიდან ექვსი ინდური მხატვრული ფილმია, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ-თურქული, და ერთიც კი ქართულ-ჩინური.
აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 26 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 2000-ზე მეტი ადამიანია.
პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
www.travelingeorgia.ge