ყველასათვის ცნობილია, რომ თურქეთი ტურისტებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა, მაგრამ რომელ ქვეყნებს ანიჭებენ უპირატესობას თავად თურქები?
პასუხს ამ კითხვაზე თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაცია (TURSAB) იძლევა, რომელიც 2017 წლის სტატისტიკას ეყრდნობა.
პირველი ადგილი საქართველო, 1 მლნ. 173 ათასი ტურისტი.
როგორც თურქული მედია წერს, საქართველოს შავი ზღვისპირეთის ულამაზესი ქალაქი ბათუმი თურქი ტურისტებისათვის ნამდვილ სამოთხედ იქცა, რომელმაც ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კვიპროსი ჩაანაცვლა.
მე-2 ადგილი საბერძნეთი, 786 ათასი ტურისტი
მე-3 ადგილი ბულგარეთი, 783 ათასი
მე-4 ადგილი გერმანია, 532 ათასი ტურისტი
მე-5 ადგილი აშშ, 314 ათასი ტურისტი
მე-6 ადგილი ირანი, 244 ათასი ტურისტი
მე-7 ადგილი იტალია, 215 ათასი ტურისტი
მე-8 ადგილი აზერბაიჯანი, 212 ათასი ტურისტი
მე-9 ადგილი საფრანგეთი, 136 ათასი ტურისტი
მე-10 ადგილი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი ჯამში 124 ათასი ტურისტი
ghn.ge