საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ორივე ქვეყანაში შესვლა მარტივდება. ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეს უკვე შესაძლებელი იქნება ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით.
საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმში მოვიძიოთ ახალი პოტენციალი და მოვახდინოთ საქართველოს გეოგრაფიული უპირატესობის უფრო სრულფასოვანი რეალიზაცია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე, პირადობის ელექტრონული მოწმობების მფლობელ მოქალაქეებს უფლება ექნებათ, იმოგზაურონ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობის გასაძლიერებლად და გასამტკიცებლად. ეს დაეხმარება როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
www.travelingeorgia.ge
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომის გამოყენება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც განიხილება.