საქართველო უკრაინელებისათვის პოპულარული ტურისტული მიმართულებების TOP-5-შია – Google
Google-ს უკრაინის ოფისმა საძიებო სისტემაში, უკრაინელების მიერ 3 თვის განმავლობაში სიტყვა “დასვენების” გამოყენება გაანალიზა. ანალიზის შედეგად კომპანიამ ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყნებისა და კურორტების რეიტინგი შეადგინა.
კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელებისათვის საქართველო პოპულარული მიმართულებების TOP-5-შია. საქართველო მეოთხე პოზიციაზეა და მას მხოლოდ თურქეთი, ეგვიპტე და ბულგარეთი უსწრებს.
მაშ ასე, Google-ს უკრაინული ოფისის მიერ, მომხმარებლების კვლევის შედეგად მიღებული პოპულარული ტურისტული მიმართულებების TOP-10 ასე გამოიყურება:
-
თურქეთი
-
ეგვიპტე
-
ბულგარეთი
-
საქართველო
-
კვიპროსი
-
საბერძნეთი
-
მონტენეგრო
-
ხორვატია
-
ტუნისი
-
ესპანეთი.
AviaNews.ge