თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს Welcome Challenge უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება 23-26 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.
ფორუმი დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.
ფორუმთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მერიოტში პრეზენტაცია გაიმართა.
"Welcome Challenge“ მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიებაა.
www.travelingeorgia.ge