საქართველომ ღვინის ექსპორტიდან იანვარ-სექტემბერში 142 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
2018 წლის იანვარ-სექტემბერში მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტზე 60 მლნ-მდე ბოთლი ქართული ღვინო (0,75 ლ) გავიდა, მაჩვენებელი 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი.
თვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 142 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2017 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 22%-ით მეტი.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (37064677), უკრაინა (6746598), ჩინეთი (4821937), ყაზახეთი (2658224) და პოლონეთი (2465541).
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი – 32% (2465541) და დიდი ბრიტანეთი – 22% (67310);
ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 390% (84 654), ჩეხეთი – 69% (31050)), ნიდერლანდები – 47% (60309), გერმანია – 22% (349216), ლიეტუვა – 18% (331620), ესტონეთი – 16% (420704), კანადა -13% (119418), საფრანგეთი – 11% (107126), ლატვია – 9% (1245324) და ა.შ.
ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 80% (120294), ყირგიზეთი – 54% (179610), ყაზახეთი – 30% (2658224), მონღოლეთი – 44% (162390), უკრაინა – 27% (6746598), ბელარუსი 13% (1188822), რუსეთი – 11% (37064677) და სხვა.
www.travelingeorgia.ge