საქართველომ პანდემიამდე არსებული აფრიკელი ვიზიტორების სტატისტიკა 12%-ით გააუმჯობესა
საქართველომ პანდემიამდე არსებული აფრიკელი ვიზიტორების რაოდენობა დაუბრუნდა და სტატისტიკა 12%-ით გააუმჯობესა კიდეც.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აფრიკიდან 4 654 ვიზიტორი ეწვია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 165 ვიზიტორი. შესაბამისად ზრდა 299,5%-ია.
რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების შედარებას პანდემიამდელ, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ზრდა 11,9%-ია. 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით კი 123,2%-იანი ზრდა ფიქსირდება.
აფრიკის ქვეყნებიდან ყველაზე აქტიური სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოა, საიდანაც 6 თვეში საქართველომ 1 009 ვიზიტორი მიიღო, სტატისტიკური მაჩვენებლებით მეორე ადგილზეა სუდანი, საიდანაც საანგარიშო პერიოდში საქართველომ 951 ვიზიტორს უმასპინძლა. ვიზიტორების ზრდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემთხვევაში 250,3%-ია, ხოლო სუდანის შემთხვევაში 529,8%-ი. პროცენტულ ჭრილში კი ყველაზე დიდი ზრდა უკანიდან შემოსულ ვიზიტორებზე მოდის, სადაც ერთ წელიწადში ზრდამ 880%-ი შეადგინა.
რაც შეეხება ივნისის სტატისტიკას, ივნისში აფრიკის ქვეყნებიდან საქართველოს 762 ვიზიტორი ჰყავდა, ზრდამ წინა წლის ივნისთან შედარებით 93,9%-ი შეადგინა. თუმცა პანდემიამდელ ივნისთან შედარებით კლება 8%-ის დონეზე დაფიქსირდა.
commersant.ge