ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს 3 დაცული ტერიტორიის განვითარებისთვის 870 000 ევრო დაიხარჯება
04 აპრილი, 2019

საქართველოს 3 დაცული ტერიტორიის განვითარებისთვის 870 000 ევრო გამოუყვეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, 2019-2021 წლებში ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის კავკასიის ბუნების ფონდი 870 000 ევროს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ასევე, გრანტის ფარგლებში პარკების რეინჯერებს ხელფასისა და საკვების დანამატებს გადაუხდიან.

ImediNews


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.