ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს აეროპორტებში დღეში საშუალოდ 75 რეისი სრულდება
15 თებერვალი, 2022

საქართველოში დღეში საშუალოდ 75 რეისი (მოფრენა-გაფრენა) სრულდება. სტატისტიკას, რომელიც 3-9 თებერვლის მდგომარეობას ასახავს, EUROCONTROL-ი აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, წინა კვირასთან შედარებით საქართველოში ფრენების რაოდენობა უმნიშვნელოდ, 3%-ით შემცირდა.

ევროპის მასშტაბით, 3-9 თებერვალს ყველაზე მეტი ფრენა დიდ ბრიტანეთში შესრულდა (დღიურად საშუალოდ 2915, წინა კვირასთან შედარებით +16%), მეორე ადგილზეა გერმანია (2899 ფრენა, +7%), მესამეზე კი ესპანეთი (2772 ფრენა, +8%).

ყველაზე ნაკლები, 28 ფრენა აღნიშნულ პერიოდში ბოსნია და ჰერცეგოვინაში შესრულდა (-4%).

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.