ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს აეროპორტებში განხორციელებული რეისების რაოდენობა გაიზარდა
18 ივლისი, 2018

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში განხორციელებული რეისების რაოდენობა 1 952-ით გაიზარდა.

სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა 10 720-ით განისაზღვრა, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 304, ჩარტერების 1 416.

სააგენტოს მონაცემებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები ხორციელდება კვირაში დაახლოებით 540-550 სიხშირით. 2017 წლის ზაფხულის სეზონზე - პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, ფრენები სრულდებოდა კვირაში დაახლოებით 470 სიხშირით.

10.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ექვს თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 65 992, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 73 207 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ, EUROCONTROL-ის მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელი მეორე კვარტალისთვის ჯამურად 6.7%-ს შეადგენდა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.