საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტრენდი გრძელდება.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით, 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყნის აეროპორტები 3, 915,352 მგზავრს მოემსახურა, რაც 23-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის იანვარ-სექტემბერში (2017 წელი - 3,193,848 მგზავრი).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 385,914 მგზავრს მოემსახურა (+5%, 2017 წელს 368,601 მგზავრი). 9 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა. (2017 წელი – 2,440,411 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2018 წლის სექტემბერში 63%-ით გაიზარდა და 68,061 მგზავრი შეადგინა (2017 წლის სექტემბერი 41,732 მგზავრი). რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, ქუთაისის აეროპორტი 450,386 მგზავრს მოემსახურა (+39%, 2017 წლის 9 თვე 325,087).
2018 წლის სექტემბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 90,828 მგზავრმა ისარგებლა. რაც 6% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის სექტემბერი 86,051 მგზავრი). რაც შეეხება 9 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 20 %-ით გაიზარდა და 513,716 მგზავრი შეადგინა. (2017 წელი 428,350 მგზავრი).
www.travelingeorgia.ge