საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2018 წლის 5 თვის მონაცემებით32% გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტებმა რეგულარული და ჩარტერული რეისებით 1,61 მლნ-მდე მგზავრი გაატარეს.
მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელია საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,327,544 მგზავრს მოემსახურა, რაც 32%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,005,584 მგზავრი ).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 142,499 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 171,064 მგზავრი შეადგინა.
რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის 5 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 109, 516 მგზავრმა ისარგებლა. რაც 51 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (72,512 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 5 თვეში 2,150 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 113 რეისი შესრულდა.
www.travelingeorgia.ge