2018 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა და 2 103 151 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის 6 თვეში 1 607 892 მგზავრი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
2018 წლის 6 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,675,073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,287,275 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი 28%-ით გაიზარდა და 234 679 მგზავრს მოემსახურა (2017 წლის 6 თვეში 183 632 მგზავრი).
ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. საერთაშორისო აეროპორტის მომსახურებით 190 272-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 43%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133,424 მგზავრი).
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 6 თვეში 3,063 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 156 რეისი შესრულდა.
www.travelingeorgia.ge