ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი სტუმრობს
21 მაისი, 2018

საქართველოს ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი ეწვია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Marq Energie Consulting-ის დამფუძნებელი ჯული პეტერსონი ხელმძღვანელობს.

იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა, წარდგენილი იყო 25 მწარმოებლის ღვინოები. იმპორტიორები ასევე ესტუმრნენ დეგუსტაციის შედეგად შერჩეულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მცირე მარნებს კახეთში. თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში შეხვდნენ მეწარმეებს, ისაუბრეს აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და დამკვიდრების გზებსა და შესაძლებლობებს.
ტურის ფარგლებში სტუმრები თბილისში დაესწრნენ „ახალი ღვინის ფესტივალს“ და ბუნებრივი ღვინოების ფესტივალს Zero Compromise.

ჯული პეტერსონმა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან ანდრო ასლანიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ს ბაზარზე.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, ქართული ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი აშშ-ს ბაზარზე.

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 106 ათასამდე ბოთლი, რაც 4%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.