საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო.
რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Salam Air-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ბოლო სამ წელიწადში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ომანსა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა, შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან და დაინიშნა პირდაპირი ავიარეისები.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საქართველოში Salam Air-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ,,ვოიაჟერია“.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air 2016 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით ავიაკომპანია მსოფლიოს 7 მიმართულებით კვირაში 116 რეისს ასრულებს.
www.travelingeorgia.ge