25 ივნისიდან ამანი – ბათუმი – ამანის მიმართულებით იორდანიული ავიაკომპანია “Royal Wings” მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს.
ფრენები 10 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათს და კვირას, Airbus A320 / Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჩარტერული რეისების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 21 ივნისს მიანიჭა.
“Royal Wings” მეორე იორდანიული ავიაკომპანიაა „Air Arabia Jordan”-ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ამანი – თბილისი – ამანის რეგულარულ ავიარეისებს „Air Arabia Jordan” 28 აპრილიდან ასრულებს.
www.bpi.ge