ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით Air Wings of Lebanon-ი, ANDA და Wind Rose ინტერესდებიან
08 მაისი, 2017

საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით Air Wings of Lebanon-ი, ANDA და Wind Rose ინტერესდებიან. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, რათა მოხდეს საქართველოს საავიაციო ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები შემდეგ ავიაკომპანიებთან: WindRose, ANDA და Air Wings of Lebanon. თუმცა არ გამოვრიცხავთ მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე სხვა ავიაკომპანიების შემოსვლასაც", - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.