ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«საქართველოს ბუნების 100 საოცრება» - გიორგი დვალაშვილის ახალი წიგნი და ტურისტული გზამკვლევი
12 სექტემბერი, 2017

გამომცემლობა "კლიო"-მ თსუ-ს ასისტენტ-პროფესორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილის ავტორობით, სერიით „საქართველოს საგანძური“ ახალი წიგნი „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ გამოსცა. უკვე გამოსულია „ "საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“. 

ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი. ზოგი მათგანი კარგადაა ცნობილი, ზოგი შედარებით ნაკლებად. ობიექტები წარმოდგენილია რეგიონების მიხედვით, რა თქმა უნდა წიგნში ოკუპირებული რეგიონების ბუნების ძეგლებიცაა შეტანილი. 

იმერეთის რეგიონიდან ავტორმა წიგნში 13 ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ობიექტი შეიტანა, იმერეთის ბუნების საოცრებები წარმოდგენილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან: წყალტუბოს მღვიმეები და სათაფლია; ხონის მუნიციალიტეტიდან: ოკაცე და კინჩხა; ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან: ცუცხვათის მღვიმოვანი და მუხურას ჩანჩქერი, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან: წყალწითელას ხეობა; ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან: საირმის სვეტი და ქვასაყდარას კლდოვანი სვეტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან: კაცხის სვეტი, ხრეითის ქვაყუნტა და ძუძუანას მღვიმე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნუნისის ხეობა და საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დევის ტბა. 

"წიგნში მოთავსებული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ობიექტები მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის," - ამბობს წიგნის ავტორი გიორგი დვალაშვილი.
 

 




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.