ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით სამცხე-ჯავახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართება
17 ივნისი, 2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციის Racing The Planet მარათონი ჩატარდება.  Racing The Planet-ის მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს. საერთაშორისო მასშტაბით მარათონი სამცხე-ჯავახეთში 19-25 ივნისს  ჩატარდება და აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, სინგაპურიდან და სხვა ქვეყნებიდან  50-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიება Explore Georgia-ს და Georgian Hospitality Group-ის, საერთაშორისო ტურისტული კომპანია WATA-ს და  Japan Association of Travel Agents-ის ორგანიზებითა და მონაწილეობით იმართება. მარათონის მიზანია ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოს ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა.

7დღიანი მარათონის განმავლობაში  მონაწილეები 240 კმ-ს დაფარავენ.  მარათონი სტარტს ალგეთის ეროვნულ პარკთან აიღებს და ვარძიაში დასრულდება.  ფინიშზე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.