ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ცხრა დაცულ ტერიტორიაზე შესვლისა და სერვისის ფასები გაიზარდა - სად რამდენი დაგიჯდებათ ვიზიტი
23 აგვისტო, 2017

დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, რიგ დაცულ ტერიტორიებზე სერვისების საფასური გაიზარდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  დღეიდან საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, ზემოხსენებულ ოთხ დაცულ ტერიტორიაზე საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებზე დიფერენცირებული ფასები ამოქმედდება. როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების დახვეწას და ხარისხის გაუმჯობესებას.

"2017 წელს, წინა წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა მარტვილისა და ოკაცეს კანიონებსა და პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში. რა თქმა უნდა, გვახარებს დაცული ტერიტორიების პოპულარობის ზრდა, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ. თუმცა ზემოხსენებულ ადგილებში ვიზიტორთა რაოდენობა გასცდა იმ დასაშვებ ზღვარს, რომლის ზემოთაც იქმნება დაცული ტერიტორიის (ამ შემთხვევაში - ბუნების ძეგლების) ბუნებრივი მდგომარეობის გაუარესების რისკი. მაგალითად, მარტვილის კანიონზე დაფიქსირდა ერთ დღეში 3200 ვიზიტორი, ხოლო პრომეთეს მღვიმეში - 2300 მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში მღვიმეში, მისი გამტარუნარიანობის გათვალისწინებით, ვიზიტორთა მაქსიმალური რეკომენდირებული რაოდენობა არის 2 000. ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია შეფერხებები და სერვისების მიწოდების ხარისხის გაუარესება, რაც ეწინააღმდეგება როგორც სააგენტოს, ისე ვიზიტორების ინტერესებს", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ფასების ზრდა ამ ეტაპზე არ შეეხება იმ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებთანაც სააგენტოს გაფორმებულიაქვს ხელშეკრულება. არსებული ფასები ძალაში დარჩება ამ ხელშეკრულებების ვადის გასვლამდე.

იხილეთ:

მომსახურების ახალი ტარიფები 

ძველი-ახალი ფასების შედარებითი ცხრილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.