ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა
07 მაისი, 2019

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაცულ ტერიტორიებს 63 632 ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა შორის 61% ადგილობრივია, ხოლო 39% – უცხოეთის მოქალაქეა.

პირველად 2018 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2018 წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკოდრული თანხა – 8 417 991 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

BMG


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.