ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა
04 აგვისტო, 2017

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 2017 წლის 7 თვეში 489 909 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორც "საქმის კურსს" დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, 2017 წლის 7 თვის მონაცემებით, ვიზიტორების 61% ქართველი, ხოლო 39% უცხოელია. მათი ინფორმაციით, ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 45%-ითაა გაზრდილი. 

უცხოელ ვიზიტორებიდან ყველაზე მეტმა საქართველოს დაცულ ტერიტორიები გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა მოინახულეს. 

ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს (81 110), მარტვილის კანიონს (74 580), ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102), სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა. 

ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.