ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს დაცული ტერიტორიების გაწევრიანება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „მწვანე ნუსხაში“ იგეგმება
21 ივნისი, 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიები ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) „მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანდეს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

ამ მიზნით, საქართველოს IUCN-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ეწვია, რომელთაც შერჩეულ ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა გამართეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს „მწვანე ნუსხაში“ გაწევრიანების სტანდარტებისა და კომპონენტების შესახებ. „მწვანე ნუსხა“ 2014 წელს შექიმნა და მასში დაცული ტერიტორიების გაწევრიანებისთვის 4 კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო, რასაც 50 ინდიკატორი ზომავს.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომლის კომპეტენციაშიც ბუნების კონსერვაცია და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებაშედის. ამ კუთხით ორგანიზაციასხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ორგანიზაციის მიზანია მსოფლიოს დაცულმა ტერიტორიებმა მაღალ სტანდარტებსმიაღწიონ.IUCN მსოფლიოს 1300 წევრი ორგანიზაციას და 181 ქვეყნის 14 500 მეცნიერსა და ექსპერტს აერთიანებს.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.