ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს დაცული ტერიტორიებისადმი უცხოელი დამთვალიერებლის ინტერესი იზრდება
12 აპრილი, 2018

საქართველოს დაცული ტერიტორიებისადმი ინტერესი იზრდება. პირველი კვარტლის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებს 55 490 სტუმარი ეწვია, ეს 39%-ით მეტია შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ვიზიტორთა შორის  56% ქართველია, 44% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 16%-ით, უცხოელების - 88%-ით.

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.

2018 წლის 3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: თბილსის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, სათაფლიას. ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონში და სათაფლიაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.