ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს
29 ნოემბერი, 2021

იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს ქართველი დიპლომატის ხსოვნას.

დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.

გიორგი აფხაზის საფლავი იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ინიციატივით განახლდა. საფლავი ქართველი ისტორიკოსის, გიორგი კალანდიასა და 2018-2019 წლის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულის, ნენო გაბელიას ძალისხმევითაა მოძიებული.

ახლადღამოჩენილი საფლავი რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, მამა იოანემ, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და დიასპორის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ამასთან, 26 ნოემბერს, რომში, გაიმართა გიორგი აფხაზის ფერწერული ნამუშევრების, გრაფიკისა და სასცენო ილუსტრაციების გამოფენა. ღონისძიება, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარის, ნენო გაბელიას მიერ იყო ორგანიზებული, მუსიკალურად გააფორმა პოლიფონიურმა გუნდმა „Coro Polifonico Musica Cretor”-მა, ლაურა გოგიაშვილის დირიჟორობით.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.