საქართველოს ფრისტაილ სნოუბორდისა და თხილამურების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს
საქართველო აპირებს უმასპინძლოს პირველ დიდ ტურნირს ზამთრის სპორტში და ფრისტაილ სნოუბორდისა და თხილამურების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე აცხადებს პრეტენზიას.
საქართველოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე კონკურენციას ფინურ და ფრანგულ კურორტები გაუწევს.
საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ში მიიჩნევენ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2023 წელს გასამართი ფრისტაილ სნოუბორდისა და თხილამურების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი უკვე შეიტანა. მასპინძელ ქვეყანას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე 2018 წლის მაისში აირჩევენ.