საქართველოს იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი გადმოეცა
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის მეფე აბდალა II-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
"შეხვედრა გავმართე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-სთან. იორდანიის მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის," - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
commersant.ge