საქართველოს ივლისში 1,039,027 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 10.5%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ივლისში. ვიზიტების რაოდენობამ 845 588-ით განისაზღვრა, ზრდამ კი 10.7%-ს მიაღწია.
რაც შეეხება ტურისტებს, ამ შემთხვევაში ვიზიტების რაოდენობა 564,977-ით განისაზღვრა, ეს 73,694-ით მეტია 2017 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+13.8%), აზერბაიჯანიდან (+9.8%),თურქეთიდან (+20.5%)და სომხეთიდან (-4.2%) შედგა.
პოზიტიური ტენდენციაა ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +260%, ესტონეთი +83%, გერმანია +59%, ჩეხეთი +56%, ნიდერლანდები +55%, გაერთიანებული სამეფო+44%, პოლონეთი+42% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი +115%, კორეის რესპუბლიკა +83%, ბელარუსი +55%.ამერიკის შეერთებული შტატები +54%, საუდის არაბეთი +44% და სხვა.
2018 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 3,843,036 შეადგინა (+15.1%). ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 2,498,751-ით განისაზღვრა, რაც 433,624-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (+21%)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოს ჰყავდა აზერბაიჯანიდან (+10.4%), რუსეთიდან (+24.1%), თურქეთიდან (+20.4%) და სომხეთიდან (+2.1%). პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან: ესტონეთი +102%, ესპანეთი +54%, გაერთიანებული სამეფო +50%, ნიდერლანდები +49%,ჩეხეთი +49%, გერმანია +48%, ლატვია +44%, საფრანგეთი +36% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +143%, ჩინეთი +92%, საუდის არაბეთი +67%,ქუვეითი 49% და ბელარუსი +43%.
www.travelingeorgia.ge