საინვესტიციო ჰოლდინგმა „საქართველოს კაპიტალმა“ კომპანია „ალავერდის“ 100%-იანი წილის შეძენაზე განაცხადა.
გარიგების ღირებულება 1.8 მილიონი დოლარია, საიდანაც 200 000 -ს კომპანიის მფლობელი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ 2019 წლის მოსავალი 1500 ტონაზე მეტი იქნება.
კომპანია კახეთში, 244 ჰექტარ ვენახებს ფლობს, ყურძნის დიდი ნაწილისგან ღვინო „საფერავი“ მზადდება. ასევე მის მფლობელობაშია დამატებით 135 ჰა მიწა, რაზეც ვენახები გაშენდება.
ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდის“ ქარხანა აშენდა 2001 წელს სოფ. ჩუმლაყში, იმ ზონის გულში, რომელიც ცნობილია რქაწითელისა და საფერავისაგან დამზადებული კახური ღვინით.
მთლიანობაში წარმოადგენს კომპლექსურ საწარმოს, ღვინის და კონიაკის სპირტის წარმოების სრული ციკლით. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია ყურძნის გადამამუშავებელი და ტექნოლოგიური პროცესის სარეალიზაციო თანამედროვე ტექნოლოგიით.
GBC.GE