ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელები გრენადაში შესვლას უვიზოდ შეძლებენ
18 ივლისი, 2022

საქართველოს ორდინალური პასპორტის მფლობელები გრენადაში შესვლას უვიზოდ შეძლებენ. საქართველოსა და გრენადის მთავრობებს შორის, რომელიც დოკუმენტში „ხელშემკვრელ მხარეებად“ არიან მოხსენიებულნი, შესაბამის შეთანხმება უკვე ხელმოწერილია.

როგორც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, საქართველოს და გრენადას მოქალაქეები რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, გავიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს  90 დღისა.

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც განზრახული აქვთ იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღეზე მეტი ვადით, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი ვიზა.

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული  ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის (ორდინალური) პასპორტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ უვიზოდ მიმოსვლის შესახებ იხილეთ აქ:

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.